|
2016-03-11 18:23:54, 598 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროები „ინტერპრესნიუსთან“ თანამშრომლობას წყვეტენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ და „რადიო ფორტუსთან“ აღარ ითანამშრომლებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „როგორც ყოფილი ოპოზიციონერი, როგორც ქალი და შესაბამისად ადამიანი (მეტი სხვა სტატუსი არც მინდა ამის წერისას რომ მქონდეს და მძულს ისიც კი, რომ ამის წერა მიწევს), საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო ფორტუნასთან, მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნიუსებს ჩვენგან ოფიციალური რელიზების თუ ინფორმაციების სახით, აღარ მიიღებთ. ინსტრუქცია უკვე ჩაშვებულია აპარატში და სამინისტროს 11-ვე სსიპ-ში და პირადად გავაკონტროლებ ყველა ჩემი სტრუქტურის ყველა პიართანამშრომელს, რომელიც ამ ინსტრუქციის დარღვევისათვის მკაცრად დაისჯება. მედიამ, მათ შორის პოპულარულმა, მაუწყებლობის ელემენტარული წესები უნდა იცოდეს. 45-50 წუთი დასჭირდათ სპეცსამსახურებსა და აიტი-სპეციალისტებს, პარტნიორებს, რეაგირებისა და დაბლოკვისათვის, ტირაჟირება კი ზოგიერთს ამ პერიოდში ვერავინ დაასწრო. (გულისრევის სმაილი)“, - წერს თეა წულუკიანი. სააგენტოსთან თანამშრომლობას თავდაცვის სამინისტრო და ყველა მათ დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტიც წყვეტს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" გვერდზე წერს. „სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი. თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას. არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ!“, - წერს თინა ხიდაშელი. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომლის ტირაჟირებაც აღნიშნულ სააგენტოზე მოხდა. ვიდეომასალა, სავარაუდოდ, ოპოზიციის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ Youtube-მა აღნიშნული ვიდეომასალა დაბლოკა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)