|
2025-03-17 19:46:16, 727 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - რუსეთის ნდობა არ შეიძლება
რუსეთის ნდობა არ შეიძლება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას მიესალმებიან და აღნიშნა, რომ „ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა“. „მაგიდის გარშემო ყველას ესმის, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ისინი ამ შესაძლებლობას ყველა სახის მოთხოვნის წამოსაყენებლად გამოიყენებენ“, - განაცხადა კალასმა. მისი თქმით, უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის ინიციატივას ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. „რა თქმა უნდა, ახლა საუბარი დეტალების შესახებ არის. ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე დასკვნა მივიღეთ, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით წინ სწრაფად უნდა წავიწიოთ. მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. კაია კალასი აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეჩერებისა და „ამერიკის ხმის“ თანამშრომლების ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „სამწუხაროა, რომ აშშ დაფინანსებას წყვეტს. ახლა ჩვენ წინაშე დგას შეკითხვა, შეგვიძლია თუ არა საკუთარი დაფინანსებით ის სიცარიელე შევავსოთ, რომელსაც აშშ ტოვებს. ამ კითხვაზე პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ავტომატურად არ მოხდება, რადგან ჩვენ ბევრი ორგანიზაცია გვყავს, რომლებიც იმავე თხოვნით მოგვმართავენ“, - განაცხადა კაია კალასმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)