|
2025-03-14 09:27:20, 709 ნახვა
მსოფლიო
CBS - ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
CBS News-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია, აშშ-ს გადახდების სისტემებზე რუსეთისთვის წვდომის შემდგომი შეზღუდვით, რუსულ ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და საბანკო სექტორებზე დაწესებულ სანქციებს ამკაცრებს. ინფორმაციას ამერიკული სატელევიზიო მაუწყებელი საკითხზე ინფორმირებულ 4 ანონიმურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე კონკრეტულ რუსულ ბანკებს 60 დღის ვადით შეზღუდვები მოუხსნა, რითაც მათ საშუალება მისცა, გაეგრძელებინათ ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება. CBS-ის ცნობით, 12 მარტს აღნიშნულ 60-დღიან პაუზას ვადა გაუვიდა, ხოლო აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა პაუზა არ განაახლა. შედეგად, სანქცირებულ რუსულ ბანკებს, სავარაუდოდ, აღარ ექნებათ წვდომა აშშ-ს გადახდის სისტემებთან, რათა მნიშნველოვანი ენერგო ტრანზაქციები განახორციელონ. იმ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, რომლებზეც დაწესებული შეზღუდვები ბაიდენის ადმინისტრაციამ 60 დღით შეაჩერა, არიან Vnesheconombank, Bank Financial Corporation Otkritie, Sovcombank, Sberbank, VTB Bank, Alfa-Bank, Rosbank, Bank Zenit, Bank Saint-Petersburg და რუსეთის ცენტრალური ბანკი. გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს ამერიკულ საბანკო სისტემებზე წვდომა, როგორც CBS წერს, სხვა ქვეყნებსაც გაურთულებს რუსული ნავთობის შესყიდვას, შესაბამისად, შეზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. მაუწყებლის თანახმად, ამან შესაძლოა ბარელი ნავთობის ფასი 5 დოლარამდე გაზარდოს, რაც ბოლო კვირების განმავლობაში შემცირებული ფასების ფონზე, მკვეთრი ზრდა იქნება. თუმცაღა, შეზღუდვების გამკაცრებას ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ბერკეტად იყენებდეს, რათა დაარწმუნოს რუსეთი, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების პირობებს დათანხმდეს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მარტს განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები "პრეზიდენტ პუტინსა და სხვებს" ხვდებიან და "ძალიან სერიოზული საუბრები" აქვთ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)