02:01 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 11:37:40, 593 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს კრემლში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება.

ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრაზე და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების წევრების მონაწილეობით, ბელარუსსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

ბელარუსული მედიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს მიმდინარე საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics