02:30 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 18:37:57, 761 ნახვა

მსოფლიო
ლიდერი აჰმედ ალ-შარაა - სირია არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი სახელმწიფოსთვის რეგიონსა თუ მსოფლიოში

სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერის, აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ სირია ცდილობს, მოთმინებითა და სიბრძნით უპასუხოს ისრაელის ქმედებებს.

„ვცდილობთ მოთმინებას და სიბრძნეს მივმართოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუ არსებობს შეშფოთებები, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ სირია არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი სახელმწიფოსთვის რეგიონში ან მსოფლიოში. თუ არსებობს ექსპანსიონისტური მოტივები, ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიო თანხმდება სირიასთან და გმობს ისრაელის ქმედებებს სირიის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ალ-შარამ.

სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი ასევე უარყოფს ისრაელის ბრალდებებს, რომ სირიის ახალი მთავრობა საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის.

როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელმა საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონა დაიკავა და სამხრეთ სირიის დემილიტარიზების პირობა დადო. პარალელურად კი, ინტენსიურად ახორციელებდა სირიის არმიის იარაღის საწყობების დაბომბვას. ისრაელში ალ-შარაას „ალ-ქაიდას“ ტერორისტად მოიხსენიებენ.

„ილუზიებში მყოფმა ადამიანმა, შესაძლოა, ნებისმიერი რამ თქვას. ნებისმიერს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ მას საფრთხე ემუქრება და განახორციელოს წინმსწრები დარტყმები და დახოცოს ხალხი, მაგრამ ამას გამართლება ვერ ექნება“, – აღნიშნა ალ-შარაამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics