15:34 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 10:33:23, 615 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში უწყებებს შორის ფსიქოლოგიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შსს-ს აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს, იუსტიციის სასწავლო ცენტრს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ფსიქოლოგიის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან იზორია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაესწრნენ.

„მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის ფსიქოლოგიის სფეროში არსებული მიღწევების გაზიარება, სამომავლო სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ერთობლივად განხორციელება, ამ მიმართულებით ურთიერთობის განვითარება და განმტკიცება. მემორანდუმის მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ: სამუშაო ჯგუფის შექმნას; ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; არსებულ, მიმდინარე პროექტებში ჩართვასა და დახმარების გაწევას; საინფორმაციო და კვლევითი რესურსების ურთიერთგაზიარებას, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევების შედეგების ბაზის შექმნასა და განახლებას“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics