|
2016-03-10 18:18:38, 534 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ენეგეტიკული პროექტები განიხილეს
საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა შეხვედრისას ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. რომელმაც ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა შეაფასა. როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის და ილჰამ ალიევის შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. „ორი ქვეყნის პრეზიდენტმა რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები განიხილეს, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ დაძაბულობამ ნეგატიური გავლენა არ ჰპოვოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე. ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი არა მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის, არამედ სავაჭრო პარტნიორობის მიმართულებითაც. მხარეებმა ენერგეტიკული პროექტებიც განიხილეს, რომლებიც არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ მთლიანად ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნვეყლოფს. გიორგი მარგველაშვილმა და ილჰამ ალიევმა საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილეს ისეთ სატრანსპორტო პროექტზე, როგორიც არის აბრეშუმის გზა და Lapis lazuli-ის პროექტი“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)