03:50 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 15:53:08, 552 ნახვა

მსოფლიო
ანტონიუ კოშტა - ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვა არ არის გამიჯნული უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისგან

მოხარული ვარ, მივიღო დღეს აქ პრეზიდენტი ზელენსკი, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენ ყოველთვის მისასალმებელი სტუმარი ხართ აქ, ბრიუსელში, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რათა გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოება, – ასე მიმართა, ევროკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

კოშტას თქმით, უფრო ძლიერი ევროპული თავდაცვა აძლიერებს უკრაინის თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე უკრაინის ძლიერი თავდაცვა და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად.

„როგორც გახსოვთ, ერთი თვის წინ ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია, თუმცა დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები და შევასრულოთ ისინი. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, რომელმაც ასე მალე წარადგინა კონკრეტული შეთავაზებები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რათა გავზარდოთ საკუთარი შესაძლებლობები. ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვა არ არის გამიჯნული უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისგან. უფრო ძლიერი ევროპული თავდაცვა აძლიერებს უკრაინის თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე უკრაინის ძლიერი თავდაცვა და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად. ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაში. ძვირფასო ვოლოდომირ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ პირველივე დღიდან და გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას მომავალშიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში, როდესაც თქვენ ამას გადაწყვეტთ, რომ დადგა სწორი მომენტი მოლაპარაკებებისთვის, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალში, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან“, – განაცხადა კოშტამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics