|
2025-03-04 13:14:57, 483 ნახვა
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - თეთრ სახლში შეხვედრა მიზანიმართული ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერის, ფრიდრიხ მერცის შეფასებით, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს შორის მომხდარი დაპირისპირება ,,მიზანმიმართული ესკალაცია" იყო. ამის შესახებ გერმანიის მომავალმა კანცლერმა ბერლინში ქრისტიან-დემოკრატებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ,,ჩემი აზრით, ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს ზელენსკის განცხადებებზე რეაქცია, სპონტანური არ ყოფილა – ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ესკალაციას. როგორც წესი, ეს პრესასთან შეხვედრები მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება, თუმცა, პარასკევს, ყველაფერი სხვაგვარად იყო". - თქვა მერცმა. ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ საკმაოდ გაკვირვებული იყო, მათ შორის, დიალოგის ორმხრივი ტონით. გერმანიის მომავალი კანცლერის თქმით, ზელენსკისა და ტრამპს შორის მომხდარი დაპირისპირება, აშშ-ს მთავრობის ამჟამინდელ ქცევებში ჯდება. ,,ის, რაც ვაშინგტონში ვიხილეთ გარკვეულწილად თანმიმდევრულია ბოლო კვირებსა და თვეებში მომხდარი რიგი მოვლენების გათვალისწინებით, მათ შორის, აშშ-ს დელეგაციის მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოჩენასთან დაკავშირებით". - თქვა მერცმა. მერცის თქმით, ევროპამ უნდა აჩვენოს რომ დამოუკიდებელი ნაბიჯებისთვის მზად არის, თუმცა, ამავდროულად, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოხდეს ამერიკელების ევროპაში შენარჩუნება. მისი თქმით, აშშ ასევე დაინტერესებულია ამით.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)