05:14 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 13:10:41, 516 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება უკრაინას სამხედრო დახმარების შესახებ, ეწინააღმდეგება ევროპული უსაფრთხოების ინტერესებს და იწვევს აუცილებლობას, რომ ევროპამ გაზარდოს და დააჩქაროს უკრაინის დახმარება, რათა შეავსოს შეერთებული შტატების მიერ წარმოქმნილი ხარვეზი. 

„ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ცაჰკნამ. 

Მისივე თქმით,  ესტონეთის მთავრობამ უკვე მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს უკრაინის დახმარება 25%-ით გაიზრდება, ხოლო ქვეყანას 10 000 საარტილერიო ჭურვი მიეწოდება. 

„ჩვენი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ შესაძლებელია ახალი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის დასახმარებლად, და მოვუწოდებთ უკრაინის ყველა მხარდამჭერს, რაც შეიძლება მალე გაზარდონ დახმარება“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. 

მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების შესაძლებლობაზე, როგორც უკრაინის დასახმარებლად დამატებითი რესურსების მოპოვების ვარიანტზე. 

„პრეტენზია, რომ არ არსებობს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების სამართლებრივი გზები, უსაფუძვლოა. გასულ კვირას გავუზიარე დოკუმენტის პროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, სადაც გათვალისწინებულია გაყინული აქტივების გამოყენების მკაფიო გზები. პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების თაობაზე, უნდა მიიღონ ივნისამდე,“ - განაცხადა ცაჰკნამ. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის ერთადერთმა დამნაშავემ, რუსეთმა უნდა იგრძნოს ზეწოლა, ხოლო უკრაინამ უნდა მიიღოს სუსტი დახმარება გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics