|
2016-03-10 13:56:49, 382 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - რეგიონში უსაფრთხოების ქვაკუთხედს არღვევს რუსეთის მცოცავი ოკუპაცია საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალური ფორუმის მონაწილე - 70 ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველო - აზერბაიჯანის მრავლსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მოკავშირეობა და მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების გარემო მოკლე დროში საფუძვლიანად შეიცვალა. რეგიონში ჩვენი საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედს არღვევს რუსეთის მცოცავი ოკუპაცია საქართველოში, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, მზარდი ტერორიზმის საფრთხეები და ლტოლვილთა კრიზისი. როგორც მარგველაშვილმა ფორუმზე აღნიშნა, მგრძნობიარე და დაუცველ გარემოში, უსაფრთხოების თვალსაზრისით თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული, ჩვენი მოსახლეობის 15% იძულებით გადაადგილებული პირია, ამის მიუხედავად, საქართველო ახერხებს, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების მხარდამჭერ მისიებში. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. საქართველო უზრუნველყოფს 8 ქვეყნისათვის ზღვაზე გასასვლელს, საქართველოს პორტების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება სწორედ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის შექმნაა. ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი უახლოეს მომავალში ევროპასა და აზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობებს გაზრდის. ეს კი, ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარებას. გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ჩვენი რეგიონი ახალი "აბრეშუმის გზის" პროექტის განვითარებისათვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს. პრეზიდენტის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" და "ბაქო-თბილისი-ერზრუმის" ნავთობსადენების, TANAP-ის, TAP -ის ტრანსკასპიური გაზსადენები შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონს უფრო უფრო უსაფრთხოს და დაცულს გახდის და უკეთესი ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შექმის. "მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მეტ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან ხსნის ახალ შესაძლებლობებს და ახალ პერსპექტივებს თითოეული ჩვენგანისთვის. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკომონიკაზე და სავაჭრო და ეკონომიკურ ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესკონტაქტების დამყარებას და ინვესტიციების წახალისებას. ეს ხელშეკრულება საქართველოს ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობას აძლევს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მეორეს მხრივ, თურქეთთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. გარდა ამისა, გვაქვს მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინტენსიური პრტნიორობა შექმნის უფრო უკეთეს და დაცულ მომავალს ჩვენი მომავალი თაობებისათვის“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)