05:14 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 11:17:25, 572 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - უკრაინის წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით, არ განიხილება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ უკრაინის იშვიათი წიაღისეულის ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ არის.

„არ ვიცი, რას ფიქრობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ორშაბათს გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ხუთშაბათს - ფანტასტიკური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან. ყველამ მხარი დაუჭირა სამშვიდობო შეთანხმების წინსვლას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა CBS-თან ინტერვიუში.

ბესენტის თქმით, ზელენსკის ხელი უნდა მოეწერა ეკონომიკურ შეთანხმებაზე, რომელსაც შეეძლო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ ეს არ მოხდა.

„ზელენსკი მხოლოდ უნდა შემოსულიყო და ხელი მოეწერა ამ ეკონომიკური შეთანხმებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებდა უკრაინელ და ამერიკელ ხალხს შორის სრულ ერთიანობას. მაგრამ მან გადაწყვიტა ამ ყველაფრის ჩაშლა", - აღნიშნა ბესენტმა.

კითხვაზე, გრძელდება თუ არა შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ბესენტმა უპასუხა „ჯერ არა".

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წიაღისეულის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics