|
2025-03-02 18:00:08, 693 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ომის დასრულება სურს, ევროპას კი ომი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ომის დასრულება სურს, ევროპა კი ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს. ამის შესახებ ლავროვმა ერთ-ერთ რუსულ მედიაჰოლდინგთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს ტექსტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ჯო ბაიდენის ვადის შემდეგ მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, იხელმძღვანელონ საღი აზრით. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ სურთ ომის დასრულება, სურთ მშვიდობა. ვინ ითხოვს ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას?“ – ევროპა“, – თქვა ლავროვმა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი პრაგმატული ადამიანია, მისი ლოზუნგი საღი აზრია, თუმცა მისი მიზანი მაინც MAGA-ა, რაც ნიშნავს „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“. რაც შეეხება უკრაინაში მშვიდობისმყოფელების შესაძლო განთავსების გეგმას, სერგეი ლავროვი ამას კიევის რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ წაქეზებად აფასებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამით ომის პირველადი მიზეზები არ გაქრება. სერგეი ლავროვმა ერ-რიადში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს იყო ორი დელეგაციის სავსებით ნორმალური საუბარი. „არასდროს გვექნება ერთნაირი აზრები მსოფლიო პოლიტიკის თითოეულ საკითხზე. ჩვენ ვაღიარეთ ეს ერ-რიადში და ამერიკელებმაც ეს აღიარეს. მათ ეს თავად თქვეს. იქ, სადაც ჩვენ ვხედავთ ინტერესების თანხვედრას, საღი აზრი გვკარნახობს, რომ სისულელე იქნებოდა, არ გამოვიყენოთ ის, რათა გარდაქმნათ ის რამე პრაქტიკულ საქმეებში და მივიღოთ ურთიერთმომგებიანი შედეგები. იქ, სადაც ინტერესები არ ემთხვევა (ეს ასევე თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ), პასუხისმგებლიანი სახელმწიფოების ვალდებულებაა, არ დაუშვან, რომ ეს შეუსაბამობა დეგრადირდეს კონფრონტაციაში. ეს აბსოლუტურად ჩვენი პოზიციაა“, – თქვა ლავროვმა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)