|
2016-03-10 12:25:00, 681 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა
აშშ–ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწე კურტ ტონგთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ორმხრივი ვაჭრობის ხელშწყობა, ინვესტიციების წახალისება და სხვა, რომლებიც შესაძლოა, განიხილოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს სამთავრობო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ და მის ცალკეულ კომპონენტებზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება. „შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში გაიმართება. მხარეებმა განიხილეს ის საკითხები, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ორმხრივი ვაჭრობის ხელშწყობა, ინვესტიციების წახალისება და სხვა, რომლებიც შესაძლოა, განიხილოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს სამთავრობო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ და მის ცალკეულ კომპონენტებზე. შეხვედრაზე საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კურტ ტონგი აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება. აშშ–ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ–ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისში აშშ–ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე აშშ–ის მხრიდან მთავარ მომლაპარაკებელს დენიელ მალანის შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარების შესაძლებლობების სხვადასხვა ფორმატებზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ აშშ–ისა და საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას დიდად შეუწყობს ხელი მოლაპარაკებების შესაძლებლობის განხილვა ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის თაობაზე, აგრეთვე სავაჭრო და საინვესტიციო მისიების ორგანიზება როგორც საქართველოში, ისე აშშ–ში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, სადაც განიხილეს საქართველოს და აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამრომლობის ფართო სპექტრი“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)