06:27 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 14:44:42, 542 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი ჯერჯერობით არ იგეგმება

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი ჯერჯერობით არ იგეგმება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საჭიროების შემთხვევაში საუბარი ყოველთვის შეიძლება შედგეს. დიალოგი განახლებულია. ჯერჯერობით ასეთი გეგმები არ არსებობს, მაგრამ ეს გეგმები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს”, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სავარაუდო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

“არსებობს გაგება, რომ შეხვედრა უნდა შედგეს, მაგრამ იგი კარგად უნდა იყოს მომზადებული”, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics