|
2016-03-09 19:08:11, 647 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ვიზა აღარ დასჭირდებათ
საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭრდებათ და ბიომეტრიული პასპორტი ტრანსფერისთის საკმარისი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ წინადადებაშია აღნიშნული, რომელიც ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტი სავიზო რეგულაციების შესახებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამოქმედდება მაშინვე, როცა ის ძალაში შევა. "საქართველომ ყველა იმ პუნქტს მიაღწია, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული და რომელიც საქართველოს მთავრობას 2013 წლის 18 თებერვალს წარედგინა. საქართველო ასრულებს არსებულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ ადგილობრივ მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის ვიზა არ დასჭირდეთ", - ნათქვამია დოკუმენტში. იქვე ნახსენებია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემუშავებულ რეგულაციაში დიდი ბრიტანეთი და ირლანდია არ მონაწილეობს, ხოლო რეგულაცია ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში ამოქმედდება. როგორც დოკუმენტში წერია, ეს რეგულაცია დამტკიცების შემდეგ ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შევა. "რეგულაცია არის ევროკავშირის საერთო სავიზო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენას გულისხმობს", - წერია დოკუმენტში. შეგახსენებთ, რომ მას ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი პრესკონფერეციაზე საქართველოს დროით 20:30 საათზე წარადგენს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)