|
2015-02-16 16:09:01, 528 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველად დანიშვნას უარყოფითად აფასებს
საპარლამენტო უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას უარყოფითად აფასებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია, პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნას, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ პატივისცემა დაერქვას. „არსეობს დიპლომატიური ინსტრუმენტები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ არა მარტო თბილისში, არამედ კიევშიც. ჩვენი ელჩი უკრაინაში უახლოეს დღეებში ამ მიმართულეიით აქტიურად იმოქმედებს. რაც შეეხება სააკაშვილის დანიშვნას წარმოუდგენელია, რომ ასეთ ნაბიჯს დავარქვათ მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ პატივისცემა“,-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმაც გააკეთა. „პრაგმატული მოსაზრებები, პრაგმატული სტრატეგია აბსოლიტურად არ ითვალისწინებს ურთიერთობების გაფუჭებას, თუმცა თუნდაც არა ფორმალური ასეთი პოზიცია, რომელიც პოროშენკომ სააკაშვილს გადასცა, რა საკვირველია უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს“,-განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)