|
2025-02-20 12:06:46, 313 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში მიმდინარე ომი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის, რიჩარდ მარლზის განცხადებით, უკრაინის ომის დასრულების საკითხი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „უკრაინაში მიმდინარე ომი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს, რადგან აქ აგრესორი რუსეთია და რასაც სასწორზე ვხედავთ, არის წესებზე დაფუძნებული წესრიგის მთლიანობა, გლობალური წესებზე დაფუძნებული წესრიგი. ჩვენ მივესალმებით მცდელობებს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება ნებისმიერი პირობებით მოხდეს. ეს უნდა მოხდეს უკრაინის პირობებით და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ამაში“, - აღნიშნა რიჩარდ მარლზიმ. ამასთან, ავსტრალიის კონსერვატიულმა ოპოზიციამ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია გააკრიტიკა. „ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ცდება. აზრი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ან უკრაინელმა ხალხმა დაიწყო ეს ომი, ან პასუხისმგებლები არიან ომზე, უბრალოდ არასწორია“, - განაცხადა ლიბერალური ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, პიტერ დატონმა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი იყო. მისი თქმით, ავსტრალია მტკიცედ და ამაყად უნდა იდგეს უკრაინელი ხალხის გვერდით. „ეს არის დემოკრატია და ეს არის ბრძოლა ცივილიზაციისთვის. ვლადიმერ პუტინი მკვლელი დიქტატორია და ჩვენ მას ერთი ინჩიც არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა დატონმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)