|
2016-03-09 13:17:32, 717 ნახვა
საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში წყალმომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ. მათივე ცნობით, პირველი შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჩატარდა, სადაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ წვეთური ირიგაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს საპილოტე პროექტს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბაკურციხის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია და სარწყავი ქსელის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ წყალმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ 580 ჰექტარი სავარგულების მოსარწყავად წვეთური ირიგაციის მეთოდი გამოიყენონ. აღნიშნული მეთოდის უპირატესობების შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომაადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს. ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. შეხვედრას, რომელიც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი და საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი. ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)