|
2025-02-16 12:07:45, 1705 ნახვა
საქართველო დიდი ხანია ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და პასუხს არავის თხოვს
15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები. „უბედურება რომ მოხდება, ამას ვიძახდი. ეს მე ვიდავე და ამის გამო დამიჭირეს. მეძახეს ინტრიგანი - რა გინდა, ბინა ხომ ადგილზე მობილიზებულ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ჟურნალისტმა სალომე უსტალიშვილმა შეახსენა, როგორ თხოვდნენ აწ უკვე ოცნების მხარდამჭერები ადრე ჟურნალისტებს დახმარებას. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს აჭარის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა ამბობს რომ მომხდარი ტრაგედია ხელისუფლების უპასუხისმგებლობაა. "ბავშვებს არაფერი ეშველებათ და ახლა ისე ნუ იზამთ, უბინაოდ დაგვტოვოთო", - ამ სიტყვებით პრაქტიკულად გამოაძევეს "ბათუმელები" და "აჭარა თაიმსი" შემთხვევის ადგილიდან "ოცნების" ტიტუშკებად ქცეულმა ადამიანებმა. სულხანი და ჯაბა იქ, ცხადია, ლეგიტიმურ კითხვებს უსვამდნენ ადგილზე მისულ საჯარო პირებს. გაღიზიანებულმა "ოცნებამ" დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ეს ადამიანები მიუქსია. „ოცნების ქალაქში“ ტრაგედიის შემდეგ დღეს გამოჩნდა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე. კითხვაზე, რატომ არ იყო ტერიტორიაზე დაცული უსაფრთხოების ზომები, მან თქვა, რომ ეს არ არის სამშენებლო არეალი და ეს ტერიტორია მდებარეობს მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს, თუმცა მან მოქალაქის კითხვაზე, მაშინ რატომ მუშაობდა ტრაქტორები შემოუღობავ ტერიტორიაზე, მან უპასუხა, რომ „მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები“.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)