|
2015-02-16 14:05:00, 691 ნახვა
პოლიტიკა
ფანჯიკიძე: მთავრობაში ერთიანი აზრი იყო, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა მოწესრიგებულიყო
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას, რომ ლარის გაუფასურება გარკვეულწილად სავიზო რეგულაციების გამკაცრებამ გამოიწვია, უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, საქართველოს, დაახლოებთ, 120 ქვეყანასთან ჰქონდა უვიზო მიმოსვლა. მისი თქმით, მთავრობის ერთიანი აზრი იყო, რომ საემიგრაციო პოლიტიკა უნდა მოწესრიგებულიყო და ასევე, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა. ფანჯიკიძის განმარტებით, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მათ მაშინ გადაეცათ, როცა პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი იყო. "ეს მიდგომა ამ საკითხის მიმართ არის მცდარი.როგორც ეს გააკეთა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც აღნიშნა, რომ ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა. ეს არის მცდარი იმიტომ, რომ საქართველოს დაახლოებით, 120 ქვეყანასთან ჰქონდა უვიზო მიმოსვლა.მთავრობაში ერთიანი აზრი იყო, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა მოწესრიგებულიყო.გარდა ამისა, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რადგანაც მოგეხსენებათ, ჩვენ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადმოგვეცა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ იყო ბიძინა ივანიაშვილი",-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)