19:05 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 16:09:57, 3590 ნახვა

სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადშია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა და დიდი ალბათობით, ხვალ, 11 თებერვალს „ბრესტის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

ფრანგულმა გრანდმა გამოაქვეყნა შემადგენლობა, რომლითაც ბრესტში გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ორი მატჩი გამოტოვა, რადგან „ნაპოლიდან“ გადასვლის შემდეგ პლეიოფამდე ტურნირზე ასპარეზობის უფლება არ ჰქონდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის 1/16 ფინალის პირველ მატჩს „ბრესტთან“ 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე გამართავს. შეხვედრა სტადიონ „სტად დე რუდურუზე“ გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics