|
2025-02-06 15:21:03, 764 ნახვა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კარტელები ნარკოტიკების ტრანზიტისთვის საქართველოს მარშრუტს აქტიურად იყენებენ - სახდეპი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ აქტიურად გამოიყენება ნარკოტიკების გლობალური ტრანსპორტირებისთვის. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად რჩება ოპიატების დიდი რაოდენობით გადაზიდვისთვის, რომლებიც ავღანეთიდან, ირანიდან და სხვა ევრაზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის მარშრუტებით ევროპაში ხვდებიან. "2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტრანსნაციონალურმა ნარკოკარტელებმა საქართველოში ახალი მარშრუტები ჩამოაყალიბეს, რომელთა საშუალებითაც ოპიოდებისა და სინთეზური ნარკოტიკების ტრანსპორტირება ხდება ევროპიდან თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ პროცესებმა რეგიონში ნარკოტრაფიკის დინამიკა შეცვალა და საქართველო კვლავ კრიტიკულ საკვანძო წერტილად აქცია. აშშ განაგრძობს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერებას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2023 წელს ეს დახმარება მოიცავდა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას, მგზავრთა იდენტიფიკაციასა და სკრინინგს, ფულის გათეთრების გამოვლენას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2023 წლის ივლისში შეუერთდა გლობალურ კოალიციას, რომელიც მიზნად ისახავს სინთეზური ნარკოტიკების საფრთხის შემცირებას. 2023 წლის აპრილში აშშ-ის დახმარებით, საქართველოს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ და ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივად ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შედეგადაც 400 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. მაისში აშშ-ის მხარდაჭერით, იდენტიფიცირდა ირანიდან ფოთის პორტში გაგზავნილი მეორე კომერციული კონტეინერი, სადაც 80 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს. 2023 წელს საქართველოს კანონმდებლობაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება შევიდა. მიღებულ იქნა ახალი ნარკოპოლიტიკის სტრატეგია 2023-2030 წლებისთვის, რომელიც მოიცავს პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას, ზიანის შემცირებასა და მიწოდების კონტროლს. ასევე, შემუშავდა ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც ნარკოტიკების ახალი ტენდენციების მონიტორინგს ემსახურება,"- ნათქვამია დოკუმენტში.
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში | თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
მალიში ჯიჰადისტებმა საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს გოგონა TikTok ვიდეოს გამო
13 პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ორი დიდი არაბული ქალაქის მშენებლობა, მიგრაციის ზრდაზე არ იმოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რას ცვლის ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა ევროპაში
ოცნების რეჟიმის დაპირების მიუხედავად ფასები პროდუქტზე დრამატულად იზრდება
ომი უკრაინაში
მართლა დატოვა თუ არა ოქტომბერში რეკორდულმა რაოდენობამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნებართვის გარეშე?
სუმის მახლობლად რუსული ჯარები დანაკარგებს განიცდიან დეზერტირებისა და მომზადების ნაკლებობის გამო, - ISW
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პარტიების აკრძალვის მოსამართლეა კაცი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)