|
2016-03-07 16:24:47, 1650 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი: ნარკომანიასთან ეფექტური ბრძოლა საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნარკომანიასთან ეფექტური ბრძოლა საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ შეძლო, - ამის შესახებ უსუფაშვილმა „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის საკითხს ეხებოდა. მისივე შეფასებით. მხოლოდ დეკრიმინალიზაცია არსად არასდროს გამოსავალი არ ყოფილა, ამას მთელი ინდუსტრია სჭირდება: „ნარკოპოლიტიკა სწორედ რომ კომლექსური პოლიტიკაა, მხოლოდ დეკრიმინალიზაცია არსად და არასდროს არ ყოფილა გამოსავალი. ამას მთელი ინდუსტრია ჭირდება. ეკრიმინალიზაციაში ცხადია, არ უნდა გავიგოთ ის, რომ საერთოდ რაღაცა დანაშაული აღარ არის. საუბარია ზოგჯერ სასჯელის შემცირებაზე, ზოგჯერ კიდევ სხვა საკითხებზე. ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები გადადგმულია, ზოგი საკონსტიტუციო სასამართლოს გამოისობით, ზოგი კიდევ სხვა მიმართულებით. მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ ხელშესახებ ეფექტს ამ სფეროში გატარებული პოლიტიკით დღემდე. ეს არ არის ერთი ხელუსფლების თემა, ეს არის ძალიან დიდი თემა. დღეს, 2016 წლის მდგომარეობით, უნდა ვაღიაროთ, რომ რომ ნარკომანიასთან ბრძოლა და მასთან ეფექტური გამკლავება, ვერც ერთმა ხელისუფლებამ მოახერხა ეფექტურად. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ცვლილებებია საჭირო. ვერ მივდივართ სწორად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში რაც გამოვლინდა, ნარკოტიკების გადაზიდვები და ტრანზიტი და ამოღებები, პრაქტიკულად უპრეცედდენტო მასშტაბებია, ეს არის კარგი, მაგრამ რომ გრძელდება მცდელობა, რომ კიდევ რაღაცამ გაიაროს საქართველოში, ეს არის ცუდი. ე.ი. ჩვენ კი მივაყენეთ დარტყმა ვიღაცებს და ამოვიღეთ არალეგალური ბრუნვიდან ნარკოტიკული საშუალებების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, ეს კარგია, მაგრამ თან გრძელდება ეს ამბავი. ე.ი. მთლად ეფექტური ვერ არის და თავად მოსახლეობაში ეს პრობლემაა. მე არ მრჩება განცდა, რომ მოვახერხეთ მისი შემცირება. თუ ეს ასეა, მაშინ კი უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ სხვა ტიპის ალტერნატივებზეც, არა მხოლოდ დეკრიმინალიზაციის. დამოკიდებულებები გაცილებით მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე კანონები“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)