|
2025-02-03 12:31:59, 485 ნახვა
მსოფლიო
ილონ მასკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა
აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც „დაეთანხმა“ მას, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს. „ფორბსის“ ცნობით, მასკმა ეს განცხადება გააკეთა „იქსის“ პირდაპირ ეთერში დისკუსიისას, რომელიც მიზნად ისახავდა სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) საქმიანობის განხილვას. ილონ მასკმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე გადაამოწმა ტრმპთან ეს ინფორმაცია და ჰკითხა – „დარწმუნებული ხართ?“, ხოლო ტრამპმა უპასუხა: დიახ. „ასე რომ, ვხურავთ“. მასკის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა „პოლიტიკურად მიკერძოებული იყო“. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლად ტრამპმა USAID-ის ხელმძღვანელობას „რადიკალი შეშლილების ჯგუფი“ უწოდა. რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონი ერნსტმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა „იქსზე“ გამართულ განხილვაში, განაცხადა, რომ თუ არსებობს „ნამდვილად კარგი პრო-ამერიკული პროგრამები“, რომლებიც USAID-ის კომპეტენციაში შედის, ისინი უნდა გადავიდეს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში და „უნდა იყოს უზრუნველვყოფილი სათანადო ზედამხედველობა“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)