|
2016-03-07 14:08:45, 383 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: არ არის მართალი, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ განსაკუთრებული წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე
“ჩვენ ვთვლით, რომ ვართ პირველი პარტია, მე მომწონს და მიყვარს ჩემი პარტია და ე.ი. მე პირველ ადგილზე ვაყენებ მას, მაგრამ კოალიციურ ერთობაში პირველი იქნება, მეორე, თუ ერთნახევარი, ამაზე იქნება მსჯელობა“,-ასე უპასუხა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტის კითხვას-ნიშნავს თუ არა მეორე პარტიად ყოფნა მეტ ადგილს საარჩევნო სიაში. უსუფაშვილის თქმით, არ არის მართალი, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ განსაკუთრებული წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე, მაგრამ არც ის არის მართალი, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აქვს წარმოდგენები საკუთარ თავზე: „მე დანომვრას არ დავიწყებდი, პირველი, მეორე, მესამე, მეშვიდე და ა.შ. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, როდესაც კოალიცია იკრიბება, იქ ყველა პარტნიორს თავისი როლი და დანიშნულება აქვს და ცნობილი ფორმულა რომ არის- მილიონს ერთი აკლიაო, მილიონი არ არის. თუ ერთი მანეთი დაემატება, შემდეგ მილიონი ხდება. ანუ, აქ ერთიანობაზე უნდა ვისუაბროთ და ყველას თავისი ძალიან ღირსეული ადგილი და ფუნქცია აკისრია.დღევანდელი მდგომარეობით, ეს ასე გამოვიდა, ეს ასეა. ხვალინდელი მდგომარეობა როგორ იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს. ჩვენ, „რესბულიკური პარტია“, ამ თვალსაზრისით, ვთვლით, რომ ვართ პირველი პარტია, მე მომწონს ჩემი პარტია და მიყვარს ჩემი პარტია და ე.ი. მე პირველ ადგილზე ვაყენებ მას, მაგრამ კოალიციურ ერთობაში პირველი იქნება, მეორე, თუ ერთნახევარი, ამაზე იქნება მსჯელობა და არ არის მართალი ის, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ რაღაცა განსაკუთრებული წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე, მაგრამ არც ის არის მართალი, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აქვს წარმოდგენები საკუთარ თავზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, პარტია იმ ტიპის ორგანიზმია და წარმონაქმნია, რომლის შეფასება ხდება ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან, მეორე მხრივ, საზოგადოების მხრიდან. ასე რომ დანომვრას არ დავიწყებდი. რეალობა ყველასთვის ცხადია და ეს ჩემი სალაპარაკო არ არის“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)