|
2016-03-07 10:08:11, 409 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატ ანა დოლიძეს მოუსმენს
პარლამენტი დღეს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს ანა დოლიძეს მოუსმენს. ანა დოლიძის მოსმენა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 16:00 საათზე დაიწყება. ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ანა დოლიძე პრინციპულობით და პროფესიონალიზმით გამოირჩეული ადამიანია. „ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს შუეწყვიტა უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვიდგა ვალდებულება ახალი კანდიდატი წარვადგინოთ უზენაეს სასამართლოში. მე საქართველოს პარლამენტს უზენაეს სასამართლოში განსაწესებლად წარდვუდგენ ქალბატონი ანა დოლიძის კანდიდატურას. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში. ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით. იგი გამორჩეულია თავისი პრინციპული და უშიშარი პოზიციით ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ - გირგვლიანის საქმეზე წინა ხელისუფლების დროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ანა ამ მნიშვნელოვან პოსტზე შეინარჩუნებს იმ ღირებულებას და იმ პრინციპულობას, რაც მას ახასიათებდა ბევრი ჩვენთაგანივით. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს ქალბატონ ანას ამ სამსახურში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, ანა დოლიძე ამ დროისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)