|
2016-03-06 14:34:26, 378 ნახვა
პოლიტიკა
სევდია უგრეხელიძე: დღეს არა "გაზპრომს" ნიშნავს არა ოკუპაციას
"დღეს არა "გაზპრომს" ნიშნავს არა ოკუპაციას",-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან უდიდესი რუსული კომპანიის, მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელის, "გაზპრომის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ახსოვს მწარე გამოცდილება, როდესაც "გაზპრომმა" შუა ზამთარში საქათველოს გაზის მიწოდება შეუწვიტა: "წლების წინ ჩვენ გამოვცადეთ ის დამოკიდებულება, რაც "გაზპრომმა" საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა და შუა ზამთარში შეგვიწყვიტა გაზის მოწოდება. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სასჯელი. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ თანდათანობით გათავისუფლდა "გაზპრომის" დამოკიდებულებისგან და მოძებნა პარტნიორი აზერბაიჯანის სახით. უკან დაბრუნება ეს ნიშნავს დაღუპვას",-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. შეგახსენებთ, საქართველო „გაზპრომთან“ წლების განმავლობაში არსებული კონტრაქტის პირობებში რჩება, რაც ნედლეულის სახით 10 % ბუნებრივი აირის მიღებას გულისხმობს. „რაც შეეხება „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებას, შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული. ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ ბოლო ჩვენი შეთავაზება, გაგაცნობთ შეთავაზების პირობებს, რომელიც იქნა ქართული მხარისგან გაჟღერებული, ეს არის - დავრჩეთ ისევ იმ ძველი კონტრაქტის პირობებში, ანუ ისევ 10% მივიღოთ ნედლეულის სახით ბუნებრივი აირი “,- განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ "გაზპრომისგან" დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მიღება ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს. ცნობისთვის, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და კომპანია სოკარს შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს მოაწერეს ხელი. „ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, შემცირდება სოკარიდან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს. საქართველო ბუნებრივი აირის დამეტებით მოცულობებს სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად, აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა. გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40%-ით არის გაზრდილი, რამაც განაპირობა ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობა“, - აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)