2025-01-18 20:57:17, 782 ნახვა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ექსპრესნიუსის“ წინააღმდეგ მუქარას ეხმაურება და მოუწოდებს ოცნებას შეწყვიტოს ჟურნალისტების შევიწროება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს, პარტია "ქართულ ოცნებას" შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ზეწოლა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია "ექსპრესნიუსის" მთავარი რედაქტორის და დამფუძნებლის ირაკლი მანაგაძის მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "„ექსპრესნიუსის“ დამფუძნებლისა და რედაქტორის ირაკლი მანაგაძის განცხადებით, მას პარტია „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „ამოძირკვით“ დაემუქრა. ირაკლი მანაგაძე შიშობს, რომ, გიორგი გრძელიშვილს, ძალოვან უწყებებში მისი კონტაქტებისა და გავლენების გათვალისწინებით, ამ მუქარის სისრულეში მოყვანა შეუძლია. ჟურნალისტი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მისი თანამშრომლის შეკავებისკენ მოუწოდებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს შეშფოთებას იმით, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და მასთან აფილირებული პირები კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების პროფესიულ დისკრედიტაციას და საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში მათდამი სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ. ამგვარი ქმედებები ჟურნალისტების უსაფრთხოების რისკებს ზრდის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარტია „ქართული ოცნებას“ მოუწოდებს, ამ ინციდენტის გამოსაძიებლად შიდა მოკვლევა ჩაატაროს და შედეგები გაასაჯაროვოს. ასევე უზრუნველყოს, რომ მისი თანამშრომლები დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობაში არ ერეოდნენ, ჟურნალისტებს პატივისცემით ექცეოდნენ და კანონის დაცვით მოქმედებდნენ." - წერია ქარტიის განცხადებაში. "ექსპრესნიუსმა" მის დამფუძნებელზე და მთავარ რედაქტორზე ირაკლი მანაგაძეზე ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.
მძიმე დარტყმა რეჟიმს - ევროპარლამენტმა ოცნების მთავრობას თვითგამოცხადებული უწოდა
15 წლის მოციგურავე ინგა გურგენიძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქრო მოიპოვა
ოცნებას და ივანიშვილს მიაჩნიათ, რომ ე.წ დიფ სთეითი გაანადგურებს ევროკავშირს
Sputnik აზერბაიჯანის თანამშრომლები ბაქოში ერთამდე შემცირდება
|
რედაქტორის რჩევით
მძიმე დარტყმა რეჟიმს - ევროპარლამენტმა ოცნების მთავრობას თვითგამოცხადებული უწოდა
![]() 23 თებერვლამდე რუსეთის სკოლებში ზარი ომის სიმღერებით დაირეკება
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო - არ ვცნობთ „ოცნების“ მთავრობას, ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია
დღის თემა
|