17:30 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 15:32:21, 630 ნახვა

მსოფლიო
სამშაბათიდან ტრამპი არალეგალი მიგრანტების მასშტაბური დეპორტაციისთვის რეიდებს გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალი კვირიდან მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბური რეიდების დაწყებას გეგმავს, რომელთა მთავარი მიზანი უკანონო მიგრანტების დეპორტაციაა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს, რომელიც ოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებულ ოთხ წყაროს ეყრდნობა.

მოსალოდნელია, რომ პირველი რეიდი ჩიკაგოში, 21 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მეორე დღიდან დაიწყება და მთელი კვირა გაგრძელდება. აშშ-ს მიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახური (ICE) ოპერაციის გასატარებლად 100-დან 200-მდე თანამშრომლის გაგზავნას აპირებს.

გამოცემის თანახმად, რეიდის მთავარი სამიზნე "ქვეყანაში არალეგალურად მყოფი, კრიმინალური წარსულის მქონდე იმიგრანტები იქნებიან".

ჩიკაგოს შემდეგ, სადაც 2022 წლის აგვისტოდან ქალაქში ჯამში 51 ათასზე მეტი იმიგრანტი შემოვიდა, რეიდები შეიძლება გაიმართოს ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერსა და მაიამიშიც.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკანონო მიგრანტებთან ბრძოლაა და რომ, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაციას ჩაატარებდა.

Reuters-ის თხოვნაზე, გაეკეთებინათ კომენტარი, ტრამპის გუნდს არ უპასუხია. თუმცა, წყარომ, რომელიც ფლობს ინფორმაციას მომავალი ადმინისტრაციის გეგმებთან დაკავიშრებით, თქვა, რომ ICE სამართალდამცავ ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს და ჩიკაგო განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი არ იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics