23:15 - 04 Nov, 2026
|
2015-02-16 11:02:17, 1237 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: როდესაც უკრაინაში საქართველოში ძებნილი მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, ამაზე განმარტებები უნდა გაკეთდეს
პარლამენტის ვიცე–სპიკერის მანანა კობახიძის ინფორმაციით, უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური ურთიერთობის ფარგლებშია მოწვეული. ამასთან, მისივე განცხადებით, ციბენკოს მიწვევა, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარედ დანიშვნას უკავშირდება. „ელჩი სამინისტროში ჩვეულებრივი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებშია მოწვეული. როდესაც ჩვენ ქვეყანაში ძებნილი, სასამართლო ბრძანებით პატიმრობა შეფარდებული, ოფიციალურად პირი იქ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე ინიშნება, ბუნებრივია, ამაზე გარკვეული განმარტებები უნდა გაკეთდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)