|
2016-03-04 16:55:26, 354 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს კერძო სექტორს
ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს კერძო სექტორს; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის მოსმენა და მათთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბიზნესმენებთან ძალიან საინტერესო და საჭირო შეხვედრა შედგა. „ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი არაცნობადი სახე იყოს ასეთ შეხვედრებზე",- განაცხადა პრემიერმა. შეხვედრაზე დაისვა ადმინისტრაციული და საგადასახადო, ასევე - ფინანსებზე წვდომის გამარტივების საკითხები. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხო რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმას, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მოგების გადასახადის გაუქმება და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება. „შევეცდებით, მაქსიმალური აქცენტი გავაკეთოთ მცირე მეწარმეებზე, რადგან დასაქმების ეფექტი ასეთ საწარმოებში ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გარკვეულ შეღავათებზე და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, აუცილებლად შეიქმნება მუდმივმოქმედი წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც ამ სექტორის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს მუდმივ რეჟიმში სახელმწიფოსთან მოიტანს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ წინადადებებს მოვუსმენთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)