2025-01-16 16:52:41, 1333 ნახვა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
![]() საქართველო 2025 წელს არ იღებს მონაწილეობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში .ინფორმაცია "ექსპრესსნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, მათივე განმარტებით, ამ დრომდე მოსაწვევი არ მიუღიათ და მიწვევისმიუხედავად დასწრებას ვეღარ შეძლებენ რადგან, კონფერენცია რამდენიმე დღეშია და პრესსამსახურის განმარტებით მთავრობას სხვა გეგმებიაქვს. "ამ დრომდე მოსული არ არის მოსაწვევი, რამდენიმე დღეშია და ჩვენ ამასობაში სხვა რაღაცეები გვაქვს დაგეგმილი", ამბობენ მთავრობის პრესსამსახურში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი. ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, 2025 წლის მიუნხენის კონფერენცია იქნება პირველი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები არ დაესწრებიან. როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველო ასევე მონაწილეობას არ მიიღებს დავოსის ეკონომიკური ფორუმში, რომელიც 20-24 იანვარს ტარდება შვეიცარიაში და მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. მონაწილეთა შორის არიან საქართველოს მეზობლები, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი. ასევე; აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (დისტანციურად).
მძიმე დარტყმა რეჟიმს - ევროპარლამენტმა ოცნების მთავრობას თვითგამოცხადებული უწოდა
15 წლის მოციგურავე ინგა გურგენიძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქრო მოიპოვა
ოცნებას და ივანიშვილს მიაჩნიათ, რომ ე.წ დიფ სთეითი გაანადგურებს ევროკავშირს
Sputnik აზერბაიჯანის თანამშრომლები ბაქოში ერთამდე შემცირდება
|
რედაქტორის რჩევით
მძიმე დარტყმა რეჟიმს - ევროპარლამენტმა ოცნების მთავრობას თვითგამოცხადებული უწოდა
![]() 23 თებერვლამდე რუსეთის სკოლებში ზარი ომის სიმღერებით დაირეკება
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო - არ ვცნობთ „ოცნების“ მთავრობას, ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია
დღის თემა
|