|
2016-03-04 13:13:23, 652 ნახვა
საზოგადოება
თამარ სანიკიძე: სკოლები საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლებას 2017-2018 წლიდან დაიწყებენ
„ეს საკითხი უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, საჯარო სკოლებმა, ეროვნულმა აკადემიამ განიხილა და არსად არ არის მითითება, რომ ტექსტში რაიმე დისკრიმინაციულს შეიძლება ჰქონდეს ადგილი“,-ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საგნის „მე და საზოგადოება“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. სანიკიძის თქმით, ამ დროისთვის რეკომენდაციები მუშავდება, რომლის პროცესიც დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. ახალი საგანი ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2017- 2018 წლებისთვის შევა. „პირველ რიგში მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, მითუმეტეს, როდესაც საუბრობ ახალგაზრდებზე, სკოლის მოსწავლეებსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის ბენეფიციარი არის საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, მართლაც იყოს შეჯერებული და ჩამოყალიბებული პროცესი. შეჯერებული და ჩამოყალიბებული პროცესი ვერ იქნებოდა თუ არ იქნებოდა შესაბამისი არგუმენტაცია რატომ ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებ, რამდენად საჭიროა. ჩვენ ვიცით, რომ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვიხილავდით იმ კვლევის შედეგებს, მათ შორის სავალალო შედეგებს, რომელიც გვქონდა ამ კუთხით და ახალგაზრდებთან მიმართებაში ასე ვთქვათ, წარმოდგენილი. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შედარებითი ანალიზი, რამაც გვაფიქრებინა, რომ გარკვეულ საკითხებზე უმჯობესია, აქცენტი გაკეთდეს სწავლების ასეთი სტრუქტურით და არ დავრჩეთ იმ სტრუქტურით, რომლითაც ისწავლება დღეს ეს საკითხები ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში. ამიტომ არაერთი განხილვა, არაერთ ფორმატში, ანალიზი და ბოლოს მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ჩვენ გარე რეფერირებაც კი ჩავატარეთ, წერილობითი, რეცენზიული სახის სხვადასხვა დაწესებულებიდან და ორგანიზაციიდან. ამ მომენტისათვის მუშავდება მიღებული რეკომენდაციები. დამერწმუნეთ, არც ერთ რეკომენდაციაში და ეს საკითხი განიხილა როგორც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და საჯარო სკოლებმა, ასევე ეროვნულმა აკადემიამ, არსად არ არის მითითება იმაზე, რომ ტექსტში რაიმე დისკრიმინაციულს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ანუ ის მომენტი რაზედაც ამდენი ხანი ეს ადამიანები აპელირებდნენ. მეორე კუთხით რომ შევხედოთ, არის პროფესიონალური რეკომენდაციები რომელსაც, მე ვფიქრობ , რომ დავამუშავებთ და საბოლოო ვერსიაში ავსახავთ. ალბათ დაახლოებით ერთი კვირის სამუშაო გვექნება, რომ საბოლოო სურათი დავდოთ და ვთქვათ, რას საჭიროებს თუ არა მეთოდური და პროფესიონალური თვალსაზრისით ამ საგნის გადამუშავება. ამის შემდეგ იწყება ის პროცესი, რომელიც თან ახლავს ახალი საგნის შემოტანას. ეს არის მასწავლებელთა გადამზადება, მეთოდური მასალის შემუშავება და ა.შ. პროცესები იქნება გახსნილი, ისევე როგორ იყო სტანდარტის შემუშავების დროს, ყველას ექნება საშუალება, დააკვირდეს პროცესებს და მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ, გავითვალისწინოთ პროფესიონალური და საჭირო რეკომენდაციები, რომელიც საგნისა და ამ პროცესის უკეთესად წარმართვასთან იქნება დაკავაშირებული. ჩვენ თავიდანვე გვქონდა გეგმაში, რომ ახალი საგანი შევიდოდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და სკოლები დაიწყებენ ამის სწავლებას 2017–2018 აკადემიური წლიდან და არა 2016–2017 აკადემიური წლიდან. ,ანუ ამ წლის სექტემბრიდან. 2016 წლიდან ამ საგნის სწავლების დაწყება პრაქტიკულად გამორიცხული იყო და ამის ამბიცია არც არავის არ ჰქონდა, რეალურად, ეს 2017–2018 წლისთვის სასვებით შესაძლებელია თავისი მასწვალებლის გადამზადების კომპონენტის გათვალისწინებით“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)