11:02 - 07 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 16:21:15, 532 ნახვა

ბაიდენმა მთავარი ყურადღება ბოლო საგარეო-პოლიტიკურ სიტყვაში უკრაინას დაუთმო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სარკასტული კომენტარის სამიზნე გახდა თეთრი სახლის დატოვებამდე წარმოთქმულ მის ბოლო საგარეო-პოლიტიკურ სიტყვაში.

„როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მას ეგონა, რომ რამდენიმე დღეში აიღებდა კიევს. ფაქტობრივად, ომის დაწყების შემდეგ მე ვიდექი კიევის ცენტრში და არა ის. პუტინი იქ არ იყო“, თქვა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო დეპარტამენტში. „მე ვარ ერთადერთი მთავარსარდალი, რომელიც ეწვია სამხედრო ზონას, რომელიც არ კონტროლდება ამერიკული ჯარების მიერ“, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ბაიდენმა დიდი ყურადღება დაუთმო უკრაინას. მისი თქმით, მისი მიზანი იყო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის ორგანიზება და ბირთვული კონფლიქტის თავიდან აცილება. „ჩვენ ორივე შევასრულეთ,“ ხაზგასმით აღნიშნა ბაიდენმა, „ჩვენ შევქმენით საფუძველი, რომელზეც მომავალ ადმინისტრაციას შეუძლია დაიცვას უკრაინელი ხალხის ნათელი მომავალი“.

ჯო ბაიდენმა თავის მთავარ მიღწევებს შორის ჩამოთვალა ნატოს გაფართოება და გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და ფართომასშტაბიანი ინვესტიციები ნახევარგამტარების წარმოებაში შეერთებულ შტატებში, რაც, მისი თქმით, გააძლიერებს აშშ-ის პოზიციას ჩინეთთან კონკურენციაში. „ამერიკა უფრო ძლიერია, ჩვენი ალიანსები უფრო ძლიერია, ჩვენი მოწინააღმდეგეები და კონკურენტები უფრო სუსტი არიან. და ჩვენ არ გვიბრძოლია ამ შედეგების მისაღწევად“, განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, ის ძლიერ პოზიციაზე ტოვებს მომავალ ადმინისტრაციას. ამერიკა კვლავ გახდა მსოფლიო ლიდერი.

არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განსხვავებულად შეაფასა მიმავალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა: „ეს იყო ოთხი საშინელი წელი“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბელგოროდის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც რუსული რაკეტა შეცდომით ჩამოვარდა
რუსეთმა უკრაინაში ომამდელი შრომისუნარიანი მამრობითი სქესის მოსახლეობის 1% დაკარგა -The Economist
მერაბ დვალიშვილმა UFC-ში საჩემპიონო ქამარი დაკარგა, იგი რუს პიოტრ იანთან დამარცხდა
120 მილიონი ევროს ჯარიმის შემდეგ ილონ მასკმა ევროკავშირის დაშლისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი