|
2016-03-04 10:31:01, 405 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: მთელი მთავრობის სახელით განათლების მინისტრს მხარადჭერას ვუცხადებ
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგნის „მე და საზოგადოება“ ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დასმული ყველა კითხვა პასუხგაცემულია. კვიერიკაშვილის თქმით, განათლების მინისტრის მიმართ გაუთავებელი სპეკულაციები მიმდიანრეობს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთელი მთავრობის სახელით განათლების მინისტრს მხარადჭერას უცხადებს. „მინდა რამოდენიმე საკითხს შევეხო. ეს არის განათლების პროგრამაში ასეთი დისციპლინის, „მე და საზოგადოება“ შემოღება და ის გაუთავებელი თავდასხმები და სპეკულაციები განათლების მინისტრის მიმართ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დღის წინ განხილვა მთავრობაში ამ საკიტხის, დაისვა შეკითხვები, მათ შორის, საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვები. აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, არის პასუხგაცემული და ამოწურული.მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ის , რომ საწყისი ასაკიდანვე, ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ პასუხისმგებლობის გრძნობა და განვუვითაროთ ეს გრძნობა, მე მგონი, ამაში დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული, პედაგოგების მომზადებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არაა საჭირო და მე ვფიქრობ, რომ ამაზე ყველანი ვთანხმდებით. და ამ შეხვედრაზე, რომელიც მე ვახსენე, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ. ამიტომ მე მინდა, რომ მთელი მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)