|
2016-03-04 09:41:11, 410 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად განახლდება და ერთიანი მიზნების გარშემო კონსოლიდაცია მოხდება
პარტია „ქართული ოცნება“ მნიშცვნელოვნად გაანხლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო და მთლიანად თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გ საქართველოს პრემეირმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „რესპუბიკელებთან“ ძალიან საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, როემლზეც ორ პარტიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: „პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესში იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე მრავალ ფორმატში. ძალიან საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა გუშინ საღამოს „ რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე ლიდერთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა „ქართულ ოცნებასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩვნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ იქნება მრავალმხრივ ფორმატში დადასტურებული“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად განახლდება და ერთიანი მიზნების გარშემო კონსოლიდაცია მოხდება. " მთლიანად თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება, ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო, ეს მიზნები იქნება უპირველეს ყოვლისა დაფუძნებული ჩვენს საუკეთესო ფასეულობებზე და ტრადიციებზე და რა თქმა უნდა, იქნება კონსესუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)