|
2016-03-03 19:54:45, 4982 ნახვა
კულტურა
თურქეთისა და საქართველოს შეთანხმებით, ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის შემუშავება იწყება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს მაჰირ უნალს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტულ მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე შეთანხმდენენ. თანამშრომლობის ახალი ფორმა კულტურის სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო კავშირთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში ქართველი და თურქი სპეციალისტების ერთობლივ მუშაობას გულისხმობს. უახლოეს მომავალში უწყებებს შორის გაფორმდება კულტურის სფეროში აქამდე არარსებული თანამშრომლობის ხელშეკრულება. შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა. სამინისტროს ცნობით, მაჰირ უნალი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის პოსტზე 2015 წლის ნოემბერში დაინიშნა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, რთული შეხვედრა იყო, თუმცა მხარეები შეთაანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იმუშავებს. "ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ჩვენ შევთანხმდით უახლოეს მომავალში ფართო ხელშეკრულების გაფორმებაზე კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, შევთანხმდით კონკრეტული სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იმუშავებენ. ეს არ იქნება ურთიერთთანამშრომლობის ფორმალური დეკლარირება, არამედ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტულ ობიექტებთან მიმართებაში. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაზეც უკვე დღეს შევთანხმდით, გახლავთ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის ერთობლივი შემუშავება. უახლოეს მომავალში ამ პროექტს, სწორედ რომ ქართველი სპეციალისტების ჩართულობით მომზადებულს, სატენდეროდ გაიტანს თურქული მხარე, რათა გამაგრებითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე დაიწყოს. მე ვფიქრობ, რომ ამ სულისკვეთებით დაწყებული თანამშრომლობა, ჩვენ უახლოეს მომავალში, ძალიან პოზიტიურ კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს, როგორც იმ ძეგლებთან მიმართებაში, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა, ასევე იმ არსებულ ძეგლებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს თურქული მხარის ინტერესს საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მაჰირ უნალის განცხადებით, მხარეებმა მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე ისაუბრეს. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ ქვეყანაში, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს შედგა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მინისტრთან და მის დელეგაციასთან. ვფიქრობ, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე. შევთანხმდით ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს შორის არსებული მეგობრობა და ურთიერთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. უახლოეს გეგმებში შედის დღევანდელი შეხვედრის შედეგების კიდევ უფრო გაღრმავება და უკვე საქართველოში დღეს დასახულ კონკრეტულ ნაბიჯებზე მსჯელობა", - განაცხადა მაჰირ უნალმა.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)