|
2025-01-09 17:44:40, 482 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პირველი პრეპარატი დაარეგისტრირეს
სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პირველი მედიკამენტი უკრაინაში ოფიციალურად დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდი „უკრაინის პაციენტები" იტყობინება. „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონი მიიღო. ამ ხნის განმავლობაში, უკრაინის საკანონმდებლო სისტემა კანაფისგან დამზადებული მედიკამენტების ლეგალიზებისთვის მოემზადა. აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტი (API) პირველმა მწარმოებელმა უკვე დაარეგისტრირა. ასე რომ, პირველი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება“, - ამბობს დეპუტატი, ოლგა სტეფანიშინა. კანაფის პერორალური წვეთების გარდა, აფთიაქებში მალე შესაძლებელი იქნება მყარი კაფსულების, კბილის პასტებისა და გელების შეძენა. ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ჩამონათვალი და ფორმები 2024 წელს დაამტკიცა. გარდა ამისა, დამტკიცდა იმ დაავადებებისა და პირობების ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც ექიმებს უფლება ექნებათ, პაციენტებს სამედიცინო კანაფით მკურნალობა დაუნიშნონ. პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება ქრონიკული ტკივილის, პარკინსონის დაავადების, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის, ტურეტის სინდრომის, წამლებისადმი რეზისტენტული ეპილეფსიის, ბავშვებში კრუნჩხვების გამომწვევი დაავადებების და შიდსით გამოწვეული ანორექსიის მქონე პაციენტებისთვის. აფთიაქებში მედიკამენტების გაცემა მოხდება ექიმის მიერ პაციენტის სახელზე გაცემული ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე. აფთიაქებს, რომლებიც მედიკამენტებს დაამზადებენ, უნდა ჰქონდეთ სამი ლიცენზია: საცალო ვაჭრობის, მედიკამენტების წარმოების და ნარკოტიკული ნივთიერებების მიმოქცევის. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, სამედიცინო კანაფის შემცველი მედიკამენტები 6 მილიონ პაციენტს ესაჭიროება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)