|
2025-01-09 15:08:41, 2607 ნახვა
სპორტი
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ ფანებს მიმართა
„ლიონის“ გულშემატკივრები გამოეხმაურნენ გიორგი მიქაუტაძის მიმართვას და „პარკ ლიონ ოლიმპიკზე“ („ლიონის“ საშინაო არენა) მდებარე საკლუბო მაღაზიაში გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მიიღეს მონაწილეობა. საღამოზე „ლიონის“ მოთამაშეთა ავტოგრაფებიანი მაისურები გაიყიდა, შემოსული თანხა კი Femme Mère Enfant საავადმყოფოს ბავშვებს გადაეცათ. ამის გამო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ლიონის“ ფანებს მადლობა გადაუხადა. „1000-ჯერ გმადლობთ მოსვლისთვის და საავადმყოფოში მყოფი ბავშვების საჩუქრებისთვის. ეს იყო კავშირის შესანიშნავი მომენტი. ძალიან მომეწონა თქვენი კეთილშობილება“, – თქვა გიორგი მიქაუტაძემ. 24 წლის თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა გუნდიდან მის წასვლასთან დაკავშირებულ ჭორებზე. „გამოვიყენეთ დასვენება და დრო ოჯახებთან ერთად გავატარეთ. ფორმის შესანარჩუნებლად პროგრამა გვქონდა შედგენილი. ამ სეზონში ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და ევროპის ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლა. რაც შეეხება სხვა გუნდში ჩემს შესაძლო გადასვლას, „ლიონში“ მხოლოდ 6 თვის წინ ჩამოვედი. ამ გუნდზე ვარ ორიენტირებული და არ ვუყურებ, ჩემზე რას ამბობენ. სატრანსფერო „ფანჯარას“ ჭორები ახასიათებს და ამაზე არ უნდა ინერვიულოთ“, – განაცხადა ქართველმა ფორვარდმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)