|
2016-03-03 13:23:35, 1474 ნახვა
კომენტარი
ბექა მიქაუტაძე: მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს GWP-სთან და იმედი მაქვს, ცენტრალური მილების აღდგენა მოხდება
„ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს GWP-სთან და იმედი მაქვს, გამოიძებნება თანხები და მოხდება ცენტრალური მილების აღდგენა“, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დიღომში, ცენტრალურ მილზე მომხდარი დაზიანების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს უკვე მეორე ფაქტია საბურთალოს რაიონში, როდესაც ცენტრალური მილის დაზიანება დიდ ზარალს იწვევს. ბექა მიქაუტაძის განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სანიაღვრე არხი, თუმცა მიმდინარე მშენებლობის გამო ასფალტის საფარის დაგება ვერ ხერხდება, რაც სანიაღვრე არხის მუშაობის შეფერხებას იწვევს. „წყლის ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, მას სანიაღვრე არხები ისედაც ვერ გაატარებდა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ აქ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო ასფალტის დაგებასაც აზრიც ეკარგება. სანიაღვრე არხის სრულყოფილად ფუნქციონირებას ასფალტ-ბეტონის საფარის არარსებობაც უშლის ხელს. ამჟამად სარდაფებიდან ამოტუმბული წყალი სანიაღვრე არხებში ჩაედინება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. რაც შეეხება ავტომანქანების დაზიანებას, ბექა მიქაუტაძის თქმით, მას საუბარი ჰქონდა GWP-ს ხელმძღვანელობას და კომპანია მზად არის, ზარალისადაზღვევო კომპანიის მეშვეობით აანაზღაუროს. „ჩვენ ამხანაგობის თავმჯდომარეებსაც გავესაუბრებით და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით მოსახლეობას“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. მისივე თქმით, გასკდა 1400 მილიმეტრიანი ცენტრალური მილი. ძლიერი წნევით ამოიღვარა დიდი რაოდენობის წყალი, რამაც დააზიანა მანქანები და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. სამაშველო სამსახურები და GWP-ს თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ და მილი უახლოეს პერიოდში აღდგება.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)