|
2016-03-03 13:14:04, 499 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი: პრემიერს ეს განცხადება ერთი თვის წინ რომ გაეკეთებინა, ტელევიზიებს შფოთისგან გადაარჩენდა
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება „ობიექტური და განათლებული“ გზავნილია ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკოსებისთვის. ამის შესახებ ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ თემის კომენტირებისას განაცხადა. „პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებიდან გამომდინარე ასეთი განცხადება არ არის რაიმე ზღვარგადასული უფლებების მაჩვენებელი. დარწმუნებული ვარ, არ იყო მისი სურვილი, რომ ყველასი ან ყველაფრის უფროსად მოგვლინებოდა. რეალობა ასეთია. სასურველი იქნებოდა, რომ ეს განცხადება ერთი თვის წინ მაინც გაკეთებულიყო. გადავარჩენდით შფოთისაგან მრავალ ტელევიზიას და მათ მაყურებლებსაც. ვფიქრობ, რომ ობიექტური და განათლებულია, მისი გზავნილი ერთმანეთთან დაპირისპირებულ პირებზე. ჩემი აზრით, პრემიერის განცხადება უნდა იყოს დამაგვირგვინებელი“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ცისკარიშვილმა. ცნობსითვის, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. "წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)