|
2024-12-28 11:23:35, 2166 ნახვა
სპორტი
ირაკლი კობახიძე - "2024 წელი იყო ყველაზე წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის"
ირაკლი კობახიძე ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ქართული ფეხბურთის წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს წელი ყველაზე წარმატებული იყო ქართული ფეხბურთისთვის. „ისტორიაში პირველად, 30 წლის თავზე გავედით ევროპის ჩემპიონატზე. 1994 წელს ჩატარდა პირველი ოფიციალური შესარჩევი მატჩი და ზუსტად 30 წლის თავზე პირველად შევძელით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. განსაკუთრებული მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, ჩვენს ბიჭებს, ვილი სანიოლს და ფეხბურთის ფედერაციას, რომლებმაც საკუთარი შრომით და თავდადებით შექმნეს ძალიან დიდი წარმატება. ძალიან ემოციური იყო თითოეული დღე. მქონდა ბედნიერება, გერმანიაში დავსწრებოდი თამაშებს. ეს იყო დაუვიწყარი დღეები და წუთები, რაც ჩვენმა ბიჭებმა გვაჩუქეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე ახალგაზრდული ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა, რომელმაც პირველად დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. „განსაკუთრებული მადლობა ბიჭებს და რამაზ სვანაძეს, რომელიც არის გამორჩეული მწვრთნელი. ქალთა ფეხბურთი მუდმივად წინ მიდის და პირველად გავედით საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც დიდი წარმატებები გვექნება. მინდა, მწვრთნელებს და ფეხბურთელ გოგონებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. 2024 წელი იყო მართლაც გამორჩეული, ისტორიული, განსაკუთრებულად წარმატებული, თუმცა ჩვენ, ქართველები მაქსიმალისტები ვართ და გვინდა, კიდევ უფრო მეტი წარმატება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი წარმატებები წინ არის და მომავალში ძალიან ბევრ გამარჯვებას უნდა ველოდოთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ფედერაციის ხელმღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ როდესაც მათ ფეხბურთის ფედერაციის მართვა გადაიბარეს, ქართული ფეხბურთი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. პრემიერ-მინისტრმა მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით საქართველოს მთავრობის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღალი მიღწევების სპორტს დიდი ყურადღება დაეთმობა. GFF Awards 2024-ზე საუკეთესოები ასევე გამოვლინდნენ ნომინაციებში: 2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი; 2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე; 2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი; 2024 წლის საუკეთესო მსაჯი; ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2024 წლის საუკეთესო 17 წლამდე და 19 წლამდე მოთამაშეებისთვის. საუკეთესო ფეხბურთელად კი გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)