|
2015-02-14 13:27:46, 1347 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლმა“ "სუბარუ ქლაბ ჯორჯიასთან" ერთად გუდაურში უპრეცენდენტო ავტო შეჯიბრი მოაწყო
საავტომობილო კლუბმა "სუბარუ ქლაბ ჯორჯია" “ვისოლ ჯგუფთან“ ერთად გუდაურში, თოვლიან საფარზე, უპრეცენდენტო ავტო შეჯიბრი მოაწყო. ღონისძიება გუდაურის ყველაზე დიდ ავტოსადგომზე ჩატარდა, სადაც „სუბარუს“ მარკის 20 სარბოლო ავტომობილი თოვლში ექსტრემალური მანევრირებებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ექსტრემალურ წყვილთა რბოლაში პირველი ადგილი დავით ხაჩიძემ, მეორე ადგილი ზაქრო ნოზაძემ და მესამე ადგილი მალხაზ კობახიძემ მოიპოვა. „სარბოლო ავტომობილებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად აუცილებელია უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავი, რომლის რეალიზაციასაც საქართველოში „ვისოლი“ “ეკოს“ პროდუქტების სახით საკუთრებაში არსეული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის საშუალებით ახდენს. ზამთრის სეზონზე კი უსაფრთხოებისა და უკეთესი მანევრირებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ავტომობილის საბურავების ხარისხიც. „ნოაკიანისა“ და „პირელის“ გამორჩეულად მაღალი ხარისხის საბურავები კი ექსკლუზიურად „ვიანორში“ იყდება, შესაბამისად, “ვისოლ ჯგუფი“ მოხარულია იყოს მხარდამჭერი საავტომობილო სივრცეში წლის ყველაზე ექსტრემალური ღონისძიებისა“, - აცხადებს „ვიანორის“ დირექტორი დავით წინწკალაძე. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ „გუდაურის განვითარების ფონდი“, სასტუმრო „მარკო პოლო“, სასტუმრო „ალპინა“ და კომპანია „ყაზბეგი“. ცნობისთვის, "სუბარუ ქლაბ ჯორჯია" 2009 წელს დაარსდა და დღესდღეობით კლუბი უკვე დაახლოებით 3000 წევრს აერთიანებს. "სუბარუ ქლაბ ჯორჯია" სპორტული გუნდებითაა წარმოდგენილი პროფესიულ ავტოსპორტში - წყვილთა რბოლასა და რალში და კლუბის გუნდები ორივე სახეობაში 2014 წლის საქართველოს ჩემპიონები არიან.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)