|
2015-02-14 13:09:04, 1148 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ პირებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთან შეხვედრა გამართა. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლის წინაშეც დღეს სასამართლო ხელისუფლება დგას. „მე მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მობრძანდით და მონაწილეობა მიიღეთ ჩემი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დემოკრატიულ პროცესში, რომელიც წარიმართა საქართველოში და სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები, დემოკრატია არის ჩართულობა და მონაწილეობა საზოგადოებისა, მოქალაქეების, როდესაც ისინი აყალიბებენ თავიანთ აზრს და თავისი შეხედულებით გავლენას ახდენენ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე და თანამონაწილეობენ სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომლის მონაწილენიც თქვენ ხართ, ჩემი აზრით წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების ჩართულობისა და დემოკრატიული გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. პრეზიდენტმა სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებასა და განვითარებასთან დაკავშირებით დასახელებული კანდიდატების მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებული 28 კანდიდატიდან 27 დაესწრო. დისკუსიაში მონაწილეობა ვერ მიიღო ანა დოლიძემ, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)