|
2016-03-01 10:43:32, 359 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბორგე ბრენდესთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ნორვეგიის სამეფოში, ქ.ოსლოში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გაიმართა სტურტინგის (ნორვეგიის პარლამენტი) საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრთან, პარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან მარიტ ნიბაკთან. მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ, თუ მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს. ქართული მხარის მიერ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ ნატოს წევრობის გზაზე დაფიქსირებული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზეც. მხარეების მიერ კმაყოფილებით აღინიშნა EFTA-თან (ნორვეგია,ისლანდია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია) მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით. „საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ EFTA-ს წარმომადგენლებთან დაასრულა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით ხელმოწერას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საქართველოსა და EFTA-ს სახელმწიფოებს შორის. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, იმ მხარდაჭერას, რომელსაც ნორვეგია უცხადებს საქართველოს მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე, აღსანიშნავია, რომ ნორვეგია არის შენგენის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ის თავისუფალი მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, გავრცელდება, ასევე, ნორვეგიაზეც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა ევროპის ეკონომიკური ზონის და ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ელსბეთ ტრონსტადმა. ნორვეგიულმა მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა ნორვეგიის, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით მდიდარი გამოცდილების გაზიარების თაობაზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)