14:28 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 15:03:32, 624 ნახვა

საზოგადოება
“გამოკითხვების ჩატარება მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა მას რეაგირება მოჰყვება”

„რა გაწუხებთ?“ - ამ სახელწოდების სოციალურ ინიციატივას „გლობალ ალიანსი“ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობა სპეციალურ კითხვარებს ავსებს და ჯანდაცვის სფეროში საკუთარ საჭიროებებს აფიქსირებს. „გლობალ ალიანსი“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრის, „კამარას“ დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას და მოსახლეობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:

„გამოკითხვების ჩატარება მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა მას რეაგირება მოჰყვება, უმჯობესდება რიგი საკითხები, როცა მასზე მუშაობენ. მე არ მინახავს ეს კითხვარი და ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი, მივიჩნევ, რომ კარგი ინიციატივაა.“

ნათია ფანჯიკიძემ ასევე  ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზე:

„სოციალური პროექტებით კმაყოფილი უნდა იყოს საზოგადოება, მათ შორის, მეც, რადგან ძალიან მშველის, მაგალითად, წამლების შეძენის დროს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაც არაჩვეულებრივია. თუმცა ჯანდაცვის რეფორმებით არ ვარ კმაყოფილი, როცა საქმე ხარისხს ეხება. სამ წელიწადში ერთიორად უნდა ამაღლებულიყო მორფოლოგიის დიაგნოსტიკის დონე, ლაბორატორიების ხარისხი, რასაც სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავთ“ , – ამბობს ნათია ფანჯიკიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics