|
2016-02-29 13:43:01, 499 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს
პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სხდომაზე განიხილავენ საგან "მე და საზოგადოებას", რომელსაც საბოლოოდ განათლების მინისტრის თქმით, "საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები" დაერქმევა. საგნის შესახებ სხდომაზე პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური წარადგენს. "გარკვეული პრეტენზიები აქვთ ადამიანებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, არ აქვთ წაკითხული ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივი მეცნიერებების სწორედ ეს ნაწილი და ეს ბლოკი. პირიქით, სწორედ ახალგაზრდის აღზრდას ემსახურება ეს საგანი", - აღნიშნა გიგაურმა. კომიტეტის სხდომაზე ბიზნესმენი ლევან ვასაძეც იმყოფება, რომელიც სასწავლო პროგრამაში აღნიშნული საგნის დამატებას ეწინააღმდეგება: "მადლობელი ვარ, დაგვპატიჟეს გაანთლების კომიტეტის სხდომაზე, რათა წარმოვადგინოთ ჩვენი შეხედულებები საგნის შესახებ, რომელსაც ჰქვია "მე და საზოგადოება". ჩვენ ვართ ამ საგნის წინააღმდეგი", - განაცხადა ლევან ვასაძემ. ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, საგანს საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები დაერქმევა: „ის სტანდარტი, რომლზედაც ვმუშაობდით მე-3 მე-4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები, რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად გადაუდებლად გვჭირდება. ამჯერად მესამე, მეოთხე კლასში, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებები დანერგილი აქვთ სკოლამდელი განათლების ნაწილიდან“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნების და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებებს რომლებსაც მე-3, მე-4 კლასში ნერგავენ „არაფერი საერთო არ აქვთ იმ ტყუილთან, ცილისწამებასთან, რაც რამდენიმე ადამიანის მხრიდან გაჟღერდა“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, შექმნილია პეტიცია, რომელიც სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)