18:42 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 10:37:30, 6049 ნახვა

კულტურა
“ქართული მოდერნიზმი- მსოფლიო კულტურის ნაწილი” წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

კულტურის სამინისტროში გაიმართება პუბლიკაციის  „ქართული მოდერნიზმი - მსოფლიო კულტურის ნაწილი“ პრეზენტაცია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო და წიგნის ავტორები თეონა ჯაფარიძე და ვატო წერეთელი გაუძღვებიან.

უწყების ინფორმაციით, პროექტი „ქართული მოდერნიზმი - მსოფლიო კულტურის ნაწილი“ თანამედროვე ხელოვნების ცენტრ - თბილისის კვლევითი დეპარტამენტის მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის შედეგად შეიქმნა პუბლიკაცია ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო ეპოქის - მოდერნიზმის შესახებ.

გამოცემაზე მუშაობა იმ ავტორთა შერჩევით დაიწყო, რომლებიც წლების მანძილზე ხელოვნების ისტორიის სფეროში მუშაობდნენ - კონკრეტულად კი იკვლევდნენ მოდერნიზმის პერიოდს. ორენოვანი გამოცემა აერთიანებს სხვადასხვა ავტორის 15-მდე თემას და საერთო ჯამში გაჯერებულია ერთი კონკრეტული ეპოქის (მოდერნიზმის) ახლებურად დანახვის  მცდელობითა და ექსპერიმენტებით. 

პროექტზე მუშაობის პროცესში დაიწერა ანოტაციები, ითარგმნა და მოძიებული იქნა ფოტო-დოკუმენტაცია, მოხდა ავტორთა ნაშრომების რედაქტირება. ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ნაშრომებთან ერთად გამოცემაში შესულია ცნობილი შვეიცარიელი არტ-კრიტიკოსის და კურატორი ბიჩე კურიგერი (Bice Curiger) ნაშრომის  - „უმანკოების გამოცდილება და სიმღერები” - თარგმანი, რომელიც ფიროსმანის ფენომენის ახლებურ ხედვას წარმოადგენს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics