|
2024-11-20 19:00:54, 835 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - „შუა დერეფნის" განვითარების, გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის პროცესში საქართველოს ძალიან დიდი როლი აქვს
საქართველო ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი და უმნიშვნელოვანესი მაკავშირებელია ზოგადად აღმოსავლეთ - დასავლეთის, ამ შემთხვევაში ევროპისა და აზიის კავშირის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია "შუა დერეფნის" ქვეყნებთან ერთად მაღალ დონეზე კოორდინაცია,- ამის შესახე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ლევან დავითაშვილმა დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მინისტერიალში "მდგრადი და ციფრული განვითარება შუა დერეფანსა და მის გარეთ" მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო. მინისტერიალი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში გაიმართა. მრგვალი მაგიდის ფორმატში „შუა დერეფნის" მარშრუტის მონაწილე და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კლიმატზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროს ზემოქმედების, ასევე „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივებზე, მისი გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობას ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი როლი აქვს. "ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსია ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც „შუა დერეფნის" განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ასევე ვისაუბრეთ „შუა დერეფნის" შემდგომი განვითარების ხუთწლიან გეგმაზე. ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში „შუა დერეფნის" კუთხით ჩვენ ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს, იმ ზრდაზე, რომელიც 2022 და დამატებით 2023 წლებში განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. ასევე იმ მნიშვნელოვან რეფორმებსა და პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება და „შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილი ინფორმაციით, მან მინისტერიალზე გამოსვლისას აქცენტი გააკეთა საქართველოში მიმდინარე ისეთ მნიშვნელოვან სარკინიგზო პროექტებზე, როგორიცაა არსებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტი, რომელიც დასასრულ ეტაპზეა. მისი განცხადებით, ასევე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალსა და გაციფროვნების ოპერაციებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც უფრო მდგრადი და კლიმატ-გონივრული იქნება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)